ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე სოციალურ კამპანიას აგრძელებს!

სასურსათო ამანათები, სოციალური კამპანიის ფარგლებში, გიორგი გოგლიჩიძემ, პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული – საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, დავით მიქაბერიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მიუტანა.

სოციალურ აქციაში, ვეტერანების დასახმარებლად სს “არგოც” ჩაერთო. სასაჩუქრე კალათა პირველადი მოთხოვნის სასურსათო პროდუქტებს აერთიანებდა.

“მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს ადამიანებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დღეს სასურსათო პროდუქტები მივუტანეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ ხელისუფლებას მუდამ ახსოვს ისინი და ახსოვს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. აქციაში ჩაერთო და დახმარების სურვილი გამოთქვა სს “არგომ” , რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის. გარდა სასურსათო პროდუქტებისა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ფაშიზმზე გამარჯვების 75 – ე წლისთავთან დაკავშირებით, 500 ლარი დავურიცხეთ პირად ანგარიშზე. მინდა დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს”, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად