ზელენსკის თანაშემწე: ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიღწევას ვცდილობთ

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გუნდი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიღწევას ცდილობს. ამის შესახებ სააგენტო LB.ua-სთან ინტერვიუში ვლადიმირ ზელენსკის პირველმა თანაშემწემ, სერგეი შეფირმა განაცხადა.

“ჩვენ რუსეთთან ნორმალური მოლაპარაკებების პროცესის მიღწევა გვსურს. ამისათვის პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ვეძებთ შესაძლებლობას, რომ დიალოგი თანაბარი სიზუსტით დაიწყოს”, – განაცხადა ზელენსკის თანაშემწემ.

მისივე თქმით, კიევში დარწმუნებული არიან, რომ ვლადიმირ ზელენსკი “ამ მოლაპარაკებებს მიაღწევს”.
როგორც შეფირმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვთან მოლაპარაკებების მზადყოფნაშია.
ზელენსკის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა ქერჩის სრუტის ტერიტორიაზე დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებაა.
“თუ პუტინი მეზღვაურებს დაგვიბრუნებს, ეს მიზეზი იქნება იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დავუბრუნდეთ”, – ამბობს შეფირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად