ზელენსკის “ხალხის მსახური” – 42, 7%, “ოპოზიციური პლატფორმა” – 12,9% – უკრაინის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლი

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად რადაში 5 პარტია შედის:

1. ვოლოდომირ ზელენსკის “ხალხის მსახური” – 42,7%
2. პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა” – 12,9%
3. პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” – 8,8%
4. იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა” – 8,5%
5. როკვარსკვლავ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ხმა” – 6,5%

მიხეილ სააკაშვილის პარტიამ “ახალი ძალების მოძრაობა” 0,4% მიიღო.

მთლიანობაში საარჩევნო უბნების რაოდენობა 30 ათასს შეადგენს.

რიგგარეშე არჩევნებში, რომლის ინიციატორის ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იყო, მონაწილეობას 65 პარტია იღებს, რომლებსაც შერეული სისტემით ირჩევენ: 225 პარტიული სიების მიხედვით, ხოლო კიდევ 199 – ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქით, სულ ჯამში – 424.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ს შეადგენს. რადაში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება შეუძლია ფრაქციას, რომელიც მინიმუმ 226 ადგილს დაიკავებს. პარლამენტში მოხვედრის ძირითადი პრეტენდენტები არიან ზელენსკის „ერის მსახური“, ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა – ცხოვრებისათვის“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და პეტრ პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“.

20 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მან საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი ვლადიმირ ზელენსკის პარტიას “ხალხის მსახური” დაუჭირონ.

სააკაშვილმა განმარტა, რომ უკრაინის ცესკო-მ დიდი ხნის განმავლობაში არ დაარეგისტრირა მისი პარტია, დაუბლოკა თავისი ანგარიშები და, შესაბამისად, ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის, რომ “ახალი ძალების მოძრაობა” საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავის პარტიებს “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რეალური მგლები” უწოდა.

“ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ამ ხალხის გამოცდილება ამ ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული იქნება”,-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

“ყველა გამოკითხვის თანახმად, 5%-იანი ბარიერის დაძლევის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ჩვენ ვიცავთ “ხალხის მსახურის” ამომრჩეველს. არ ვაკრიტიკებთ საპრეზიდენტო პარტიას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მივცეთ შანსი, “- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ პარალმენტში უმრავლესობა მიიღოს და სხვა პოლიტიკურ ძალებზე დამოკიდებული არ იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...