ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აღარ იქნება

უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აღარ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„გენერალური პროკურორის გვარი? ლუ-ზე ნამდვილად აღარ დაიწყება და არც კო-ზე დამთავრდება. სხვა გვარი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კორუფციონერების პასუხისგებაში მიცემით და ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნით იგი ხელისუფლების განახლების შემდეგ დაკავდება.

„იქნება ახალი ხელისუფლება, ახალი გენერალური პროკურორი. ჩვენ ყველა იმ დაპირებაზე ვიმუშავებთ, რასაც მე ხალხს წინასაარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი და რომლებიც დაადასტურა პარტიამ „ერის მსახური“, – აღნიშნავს ზელენსკი.

უკრაინის გენერალური პროკურორი ინიშნება და იხსნება თანამდებობიდან ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მას მერე, რაც ეს უკანასკნელი მიიღებს უმაღლესი რადას თანხმობას. პარლამენტს შეუძლია გენერალურ პროკურორს უნდობლობა გამოუცხადოს, რაც მის თანამდებობიდან წასვლას გამოიწვევს.

უკრაინაში, აღნიშნულ თანამდებობას 2016 წლიდან მოყოლებული იური ლუცენკო იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...