ზელენსკის განცხადებით, პუტინთან დიალოგი უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი გზაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ისრაელის “მე -9 არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან დიალოგი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი გზაა.

მისი თქმით,  მინსკის შეთანხმება, ჯერჯერობით ერთადერთი დოკუმენტია, რომლის გარშემოც დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ  მას არ შეუძლია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის უკრაინისისთვის დაბრუნების პრობლემის გადაჭრა.

ზელენსკის განმარტებით, მას პირდაპირი დიალოგი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან ეს ერთადერთი გზაა დონბასსა და ყირიმში ვითარების დარეგულირებისთვის, ასევე დაკავებული უკრაინელების სამშობლოში დაბრუნებისთვის.

”მეზღვაურთა და გემების დაბრუნება არის ურთიერთობა, რომელიც მინსკის შეთანხმებასა და ნორმანდიულ ფორმატს არ უკავშირდება, ეს ჩემსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის პირდაპირი დიალოგის შედეგია. მაგრამ სხვაგვარად? ჩვენ ვერაფერს დავამთავრებთ, ვერავის დავიბრუნებთ.

მეორე მხარე ციხეშია, უკრაინის მოქალაქეები, აქტივისტები, ყირიმელები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ვისთან ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხები? ეს მათთან უნდა მოვაგვაროთ, ვინც ყველაფერს წყვეტს – ეს არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ხალხის დაბრუნება მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამბიციები, ეტიკეტი და დიპლომატია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად