ზელენსკის და პუტინის მოლაპარაკება, ნორმანდიის სამიტის ფორმატში, დასრულდა

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. “ნორმანდიის ოთხეულის”, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის პირველი პირების შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდას ზელენსკი და პუტინი მიუსხდნენ.

რუსეთის და უკრაინის ლიდერების შეხვედრა დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. მოლაპარაკების დეტალების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებდნენ, ზელენსკი-პუტინის საუბრის შემდეგ მოლაპარაკება 4 ლიდერს შორის გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ “ნორმანდიის ფორმატი” ოთხი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით დონბასის პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა. დღეს ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა პარიზში იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად