ზელენსკიმ “სახელმწიფოს გაძლიერების შესახებ” ბრძანებულებას ხელი მოაწერა

უკრაინის ლიდერმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რეფორმირების განხორციელებისა და სახელმწიფოს გაძლიერების გადაუდებელ ზომებთან დაკავშირებით. ინფორმაცია უკრაინის ლიდერის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

საუბარია ზომებზე, რომლებიც მიმართულია დამატებითი მექანიზმების დანერგვაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, რეგიონების ჰარმონიულ განვითარებასა და ცხოვრების ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.

კერძოდ, განკარგულებით, 2019 წლის ბოლოსთვის, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ვალდებულია, უკრაინის უმაღლეს რადას წინადადებები წარუდგინოს, რათა სარკინიგზო ტრანსპორტის და წყლის ტრანსპორტირების კონკურენტული ბაზრის ფუნქციონირებისთვის პირობები შეიქმნას.

ასევე, დოკუმენტის თანახმად, 1 ივლისამდე საჭირო იქნება ნარჩენების მართვის განხორციელება, საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული დავალიანებების დაფარვა.

მინისტრთა კაბინეტმა წლის ბოლოს უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა Doing Business- ის მსოფლიო ბანკის რეიტინგში უკრაინის პოზიცია გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად