ზელენსკიმ რუსეთიდან გათავისუფლებულ უკრაინელ მეზღვაურებს საათები აჩუქა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინელ მეზღვაურებს შეხვდა, რომლებიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ და მათ საათები აჩუქა. ინფორმაცია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ზელენსკიმ სამხედროებს უკრაინაში დაბრუნება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან უკრაინელი პატიმრების დაბრუნების ოპერაცია ძალიან რთული იყო.
”ძალიან რთული იყო საიდუმლოს შენარჩუნება, როდესაც მასში ამდენი ადამიანი მონაწილეობს”, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

რუსეთსა და უკრაინას შორის “35-დან 35-ე” ფორმულის შესაბამისად, პატიმრების გაცვლა 7 სექტემბერს მოხდა. გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა 24 მეზღვაური, რომლებიც 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. პატიმრობიდან ასევე გათავისუფლდა რეჟისორი ოლეგ სენცოვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...