ზელენსკიმ ”ნორმანდიული ოთხეულის” სამიტზე საზღვრის კონტროლის გაძლიერება მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი “ნორმანდიულ ფორმატში” მოლაპარაკების დროს, მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, ქვეჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა უკრაინაში საზღვრის კონტროლი ეტაპობრივად აღდგეს.

”მინსკში ცალკეული ქვეჯგუფის შექმნა შევთავაზე, რომელიც მხოლოდ უკრაინის საზღვრის ეტაპობრივ კონტროლს ეხება. ეს ეტაპი არჩევნებამდე უნდა დასრულდეს (ადგილობრივი არჩევნები დონბასის გარკვეულ რაიონებში – “აიპრესი)”, – განაცხადა ზელენსკიმ პარიზში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიცია საზღვრის საკითხთან დაკავშირებით შეესაბამება იმას, რაც მინსკის ხელშეკრულებებში წერია.

”სამწუხაროდ, მინსკში უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი საზღვარია, რასაც ხელი მოეწერა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი უკრაინელი კოლეგა ვლადიმირ ზელენსკი პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა მოხდება, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაატყვევეს. ამის შესახებ შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო კომუნიკეშია აღნიშნული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად