ზელენსკიმ ნეთანიაჰუს ”გოლოდომორის” უკრაინის გენოციდად აღიარება სთხოვა

ორშაბათს, 19 აგვისტოს, კიევში, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის მეთაურის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ნეთანიაჰუ უკრაინაში 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
ბოლოს ის უკრაინაში 1999 წლის მარტში ჩავიდა. კიევში მისი ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება.

მარიინსკის სასახლეში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისრაელი შუა აღმოსავლეთის რეგიონში უკრაინის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (ბრიფინგი პრეზიდენტის ოფისმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა).
მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის ისტორიული კავშირებია.
”ჩვენი ხალხი უახლესი ისტორიის ყველა ტრაგედიას გადაურჩა- გოლოდომორი და ჰოლოკოსტი, მეორე მსოფლიო ომი, ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმი… ისრაელის მხარეს მოვუწოდე, რომ ”გოლოდომორი” (უკრაინაში ხელოვნურად ორგანიზებულ მასობრივ შიმშილს 1932-33 წლებში 4 მილიონამდე ადამიანი შეეწირა-აიპრესი )… უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარონ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...