ზელენსკიმ დსთ-ს ფარგლებში საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ არსებული ორი შეთანხმებიდან უკრაინის გასვლაზე მოაწერა ხელი

უკრაინა სამოქალაქო ავიაციისა და დსთ–ს ფარგლებში საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ არსებული ორი შეთანხმებიდან გავიდა. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ.

განკარგულების თანახმად, უკრაინა სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დადებული ხელშეკრულებიდან გადის. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინსკში, 1991 წლის 25 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ბელარუსმა, საქართველომ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, მოლდოვამ, რუსეთმა, ტაჯიკემა, თურქმენემა, უზბეკეთმა და უკრაინამ და მის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოების საჰაერო სივრცე განიხილება, როგორც ერთიანი. შეთანხმების მხარეებმა ასევე შექმნეს საავიაციო და საჰაერო სივრცის გამოყენების საბჭო და სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი, რომელიც ახორციელებს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

გარდა ამისა, ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკრაინა გამოდის 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში ხელმოწერილი საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დადებული ხელშეკრულებიდანაც. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთის, სომხეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, მოლდოვასა და უკრაინის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საჰაერო სივრცეს თავიანთ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების საქმიანობისთვის  და არ განახორციელებენ რაიმე ისეთ ქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეთანხმების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა ან გართულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...