ზელენსკი: უკრაინის ხელისუფლების პრიორიტეტი დონბასში ომის დასრულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას არჩევნებში საკუთარი პარტიის “ხალხის ხმა” გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების პრიორიტეტი დონბასში ომის შეწყვეტა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ინფორმაციას Rbc.ru ავრცელებს.

“ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვართ. ახალ გენერალურ პროკურორს დავნიშნავთ “, – განაცხადა ზელენსკიმ პარტიის შტაბში.

ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინელი მეზღვაურების დაბრუნების საკითხია, რომლებიც ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთში დააკავეს.

“ჩვენ აღნიშნულ საკითხზე  ვმუშაობთ. ზუსტი თარიღების დასახელება არ შემიძლია. არა მარტო მეზღვაურები, ჩვენ გვინდა, ყველა პატიმრის სახლში დაბრუნდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ მან რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან  პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილა. რადას არჩევნებამდე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა, პატიმრების გაცვლის პროცესი დაიწყოს.

21 ივლისს, უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად რადაში 5 პარტია შედის:

1. ვოლოდომირ ზელენსკის “ხალხის მსახური” – 42,7%
2. პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა” – 12,9%
3. პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” – 8,8%
4. იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა” – 8,5%
5. როკვარსკვლავ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ხმა” – 6,5%

მიხეილ სააკაშვილის პარტიამ “ახალი ძალების მოძრაობა” 0,4% მიიღო. მთლიანობაში საარჩევნო უბნების რაოდენობა 30 ათასს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...