ზელენსკი: უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება მხოლოდ ნატოში გაწევრიანებით შეიძლება იყოს გარანტირებული

უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება მხოლოდ ნატოში გაწევრიანებით შეიძლება იყოს გარანტირებული, – ეს მოსაზრება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ გაზეთ The Daily Telegraph-თან მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.

ზელენსკიმ პარასკევს, პარიზში ამ თემაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ელის იმას თუ როდის შეძლებს ნატო კიევს მიაწოდოს სამოქმედო გეგმა ალიანსში წევრობისთვის.

როგორც გამოცემა განმარტავს, უკრაინის ლიდერმა დაადასტურა რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის იდეის მხარდაჭერა. ზელენსკი ელოდება, რომ თეთრი სახლის მეთაური სამიტზე განაცხადებს “დონბასში ომის დასრულების კონსტრუქციული მოლაპარაკებების საჭიროებას”. ზელენსკის აზრით, აშშ-რუსეთის სამიტმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის შერბილება აღმოსავლეთ უკრაინაში. მისი თქმით, დაძაბულობის ახალი გამწვავება არის გამოცდა “ევროპისა და მთლიანად დასავლეთისთვის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...