ზელენსკი: უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება, შესაძლოა რუსეთთან დიალოგის დაწყების საფუძველი გახდეს

2018 წლის შემოდგომაზე, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქალაქგარეთ ყოფნისას განაცხადა. შესაბამისი ვიდეო პირად არხზე და პრეზიდენტის “YouTube”- ზე გამოქვეყნდა.

“დავიწყოთ მეზღვაურებით. ვფიქრობ, ეს ნორმალური ნაბიჯია იმისთვის, რომ დიალოგს დავუბრუნდეთ და ომის შესაჩერებლად რეალური ნაბიჯი გადაიდგას “, – ამბობს ზელენსკი.

მისი თქმით, პატიმრების გაცვლის ფორმატი გართულებულია იმით, რომ სიები ერთმანეთს არ ემთხვევა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა უკრაინელ მეზღვაურთა გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რუსული მხარე “ამაზე ფიქრობს”. გარდა ამისა, რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

25 მაისს, ჰამბურგში, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა ჰამბურგში უკრაინის სარჩელზე დადგენილება გამოიტანა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ვალდებულია გაანთავისუფლოს 2018 ნოემბერში ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 მეზღვაური და დაუბრუნოს უკრაინას სამი სამხედრო ხომალდი. ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ორივე მხარემ 25 ივნისამდე უნდა წარადგინოს  ანგარიში ქერჩის სრუტეში მოვლენების შესახებ.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად