ზელენსკი უკრაინაში, An-26-ის ჩამოვარდნის გამო, 26 სექტემბერს გლოვის დღედ აცხადებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი შაბათს ჩავიდა ხარკოვის რეგიონში სამხედრო თვითმფრინავის, An-26-ის ჩამოვარდნის ადგილზე და 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

”2020 წლის 25 სექტემბერს დაგეგმილი სავარჯიშო ფრენების დროს An-26 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ხარკოვის მხარეში, ჩუგუევთან, რამაც გამოიწვია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების მოსამსახურეების დაღუპვა, მსხვერპლის ხსენების მიზნით, მე გადავწყიტე უკრაინაში 2020 წლის 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოვაცხადო”,- ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც შაბათს მისი ოფისის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნდა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ”სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაშავებული იუნკრების მკურნალობა და კომპენსაცია გაუწიოს მათ, ვინც დაკარგა ახლობლები”. ზელენსკიმ, ასევე მოუწოდა “სწრაფად გაირკვეს ავიაკატასტროფის მიზეზები და ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად