ზელენსკი: უკრაინა აშშ-ის შიდა საქმეებში ან საარჩევნო პროცესში ჩარევას არ გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იგი შეერთებული შტატების შიდა საქმეებში და ამ ქვეყნის საარჩევნო პროცესებში რაიმე ფორმით ჩარევას არ გეგმავს. ამის შესახებ მან მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

”თქვენი პრეზიდენტი თავად აირჩიეთ, თქვენ ვერ იმოქმედებთ და ვერც გავლენას მოახდენთ დამოუკიდებელი უკრაინის არჩევნებზე,” – განაცხადა ზელენსკიმ ხუთშაბათს, კიევში გამართულ პრეს-მარათონის დროს.

უკრაინის ლიდერმა კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომ იგი აშშ-ში, სავარაუდოდ ამერიკელ ბიზნესმენს სემ კისლინს შეხვდა. ზელენსკი ირწმუნება, რომ იგი აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობს.

”ფოტოსესიის დროსაც კი არ ვიცოდი, ვინ იყო”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა ამერიკის ხელისუფლების და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

”არ მსურს კომენტარის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა ხდება შიდა პოლიტიკაში. ეს მათი საშინაო პოლიტიკური საკითხებია. საერთაშორისო ურთიერთობებში და ჩვენთან მიმართებით ცვლილებას ვერ ვხედავ”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად