ზელენსკი: წლის ბოლომდე სამშობლოში შესაძლოა, 72 ადამიანი დაბრუნდეს

პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, წლის ბოლომდე სამშობლოში შესაძლოა 72 ადამიანი დაბრუნდეს. სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

”გულწრფელად რომ ვთქვათ,” ყველაფერი ყველასთვის ” აბსტრაქტული კითხვაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბლოკის ”ყველა ყველასთვის ” ფარგლებში შეთანხმებას მივაღწევთ”, -განაცხადა მან პარიზში გამართულ ბრიფინგზე.

”მოდით გადავდგათ პირველი ნაბიჯი და თან დიდი. შესაძლოა, 72 ადამიანი სახლში დაბრუნდეს”,- ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

”ამის გაკეთება წლის ბოლომდე მინდა”, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ “ნორმანდიის ფორმატი” ოთხი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით დონბასის პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა. დღეს ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა პარიზში გაიმართა.

“ნორმანდიის ოთხეულის”, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის პირველი პირების შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდას ზელენსკი და პუტინი მიუსხდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად