ზელენსკი: სამწუხაროდ, რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობა არსებობს

ვოლოდომირ ზელენსკიმ, „იალტის ევროპული სტრატეგიის“ სამიტზე დასმულ შეკითხვაზე, რეალურია თუ არა, რუსეთთან ყოვლისმომცველი ომის შესაძლებლობა, უპასუხა: „მე ვფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია.“

„ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არსებობს.“ – განაცხადა მან.

კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა მიმდინარე წლის დასაწყისში გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები გაძლიერდა და რუსეთმა საზღვრის მახლობლად მეტი ჯარი გადაისროლა.

 

კომენტარები
იტვირთება...