ზელენსკი: ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინამ 5 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ასევე დონბასში მომხდარი კონფლიქტის გამო, ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის 15% -ზე მეტი დაკარგა. ამის შესახებ მან ნიუ – იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Ukrinform-ი ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ყირიმის ანექსიის გამო, ასევე დონბასში შექმნილი ვითარების გამო, უკრაინამ ქვანახშირის მაღაროდან და საბანკო აქტივებიდან 5 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც მშპ-ს 15% და სამრეწველო წარმოების 15% -ს შეადგენს.

ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის განვითარებისთვის ორი ბარიერი არსებობს:

”საშინაო პოლიტიკური ტრადიცია, როდესაც რეფორმები, რომელიც განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობას მიიღებენ” და ”რუსეთის წინააღმდეგ ომი”, რომელიც მხოლოდ ”საერთაშორისო მხარდაჭერით” შეიძლება მოგვარდეს.

24 სექტემბერს, ნიუ- იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია დაიწყო. შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ზელენსკი შეხვედრას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გეგმავს. მან აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერთან ნაყოფიერი და “ძლიერი” შეხვედრის გამართვას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად