ზელენსკი: პოროშენკო ტურისტს მაგონებს, რომელიც ეგვიპტის სასტუმროში, მოპარული ნივთებით ისვენებს

Instagram-ში გაკეთებულ მიმართვაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მანამ, სანამ დეპუტატები თავიანთი მანდატებით იმუქრებიან, ამასობაში პოროშენკო ცვლის არმიის, ტელემაუწყებლობის ხელმძღვანელობას, ცვლის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს და იქ კომპანია „როშენის“ იურისტებს აგზავნის, ადამიანებს გენერლების წოდებას ანიჭებს, ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამხედრო საწყობზე მომხდარ აფეთქებებზე.

“ამბობს, რომ მზად არის მხარი შეაშველოს. ტურისტს მაგონებს, რომელიც ეგვიპტის სასტუმროში ისვენებს. ეს ის ადამიანი არ არის, რომელმაც ჩაალაგა თავისი ნივთები და აეროპორტში გაემგზავრა. პოროშენკო ვერ ჩერდება. მიაქვს პირსახოცები, ტაპკები და ყველაფერი, რასაც კი შვედურ მაგიდაზე ნახავს.

ძალიან გთხოვთ, ჩააბარეთ გასაღები, გადაიხადეთ მინი-ბარის საფასური და გასწიეთ, ამის მერე კიდევ საპასპორტო კონტროლი გაქვთ გასავლელი. დეპუტატის დოკუმენტებზე კი ნუ ფიქრობთ, უკრაინის ბედზე იფიქრეთ”, – აცხადებს ზელენსკი.

პოროშენკოს პრესსამსახურში უკვე გააკეთეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი. იქ აცხადებენ, რომ მათთვის ინაუგურაციის ნებისმიერი თარიღი მისაღებია, რომელსაც უმაღლესი რადა დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...