ზელენსკი: მინსკის პროცესში კიდევ 5 წელს ვერ დაველოდებით, უკრაინელები ყოველდღიურად იღუპებიან

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას მინსკის პროცესის სჯერა, მაგრამ პრობლემების გადაჭრის მიზნით, საკითხის სხვა ფორმატში განხილვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან The Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ის მინსკის პროცესის განახლებას ემხრობა, რათა უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდეს და უკრაინელი პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. მაგრამ, უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ “კიდევ 5 წელს ვერ დაელოდება”.

“ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 5 წელიწადს, რადგან უკრაინელები ყოველდღიურად იღუპებიან”, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი 17 ივნისს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, ხოლო 18 ივნისს- გერმანიას.
როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ განმარტა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად