ზელენსკი ლუკაშენკოს: თუ ხალხთან დიალოგზე არ წახვალთ, თქვენი ხელისუფლება აღარ იქნება!

უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ ბელარუსის ხელისუფლება არ დაიწყებს ხალხთან დიალოგს, მაშინ ეს მთავრობა აღარ იარსებებს. ამის შესახებ მან სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსის ლიდერს შეახსენა თუ როგორ დასრულდა სისხლისღვრა კიევში, მაიდანზე.

“თუკი ხელისუფლება არ იპოვის გზას თავის ძვირფას ხალხთან დიალოგისთვის, მაშინ ის აღარ იარსებებს…ჩვენ დავმარხეთ უკრაინელები, რომლებიც მოკლეს მაიდანზე. ჩვენ დავინახეთ როგორ იწვის ხალხი შენობებში. რას ვხედავთ დღეს? თუ ხელისუფლება არ შეაჩერებს ამ ქმედებებს, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების, რომლებიც მიმართულია მათი ხალხის წინააღმდეგ, ისინი მიიღებენ ძალზე ძლიერ შედეგს და პასუხს ხალხისგან ”, – თქვა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად