ზელენსკი: კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონის დაცვა აუცილებელია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თავის “ფეისბუქ” გვერდზე მოქალაქეებს მოუწოდებს, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად “უმსხვილეს ფლეშ-მობს” შეუერთდნენ.

“ფლეშ-მობში” უკრაინის ყველა მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ ვიდეოების ჩაწერა, არ გჭირდებათ რაიმე ჰეშთაგის დადება. საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: კანონიერად ცხოვრებად”,- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან განმარტა, რომ მთავრობა უკრაინის ეკონომიკის აღდგენას ვერ შეძლებს, თუ მოქალაქეები გადასახადს არ გადაიხდიან.

“ჩვენ ვერ დავძლევთ კორუფციას, თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ. მივმართავ მოქალაქეებს, გთხოვ ნუ გაჩუმდებით! …დაურეკეთ და შეატყობინეთ ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს”,- აცხადებს ვლადიმირ ზელენსკი.

მან აღნიშნა, რომ ცხოვრების ევროპული სტანდარტი, რომლისკენაც უკრაინა ისწრაფვის, პირველ რიგში ”განსხვავებული მენტალიტეტი” და კანონის უზენაესობაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად