ზელენსკი: ხალხს დავპირდით, რომ ტერიტორიებს არ დავკარგავთ და ომი დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრეს-მარათონზე განაცხადა, რომ რუსეთი დონბასში განვითარებული პროცესებით დაიღალა.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას ახლა აქვს შესაძლებლობა, რუსეთს “ნორმანდიული ფორმატით”, ასევე მინსკის პროცესის ფარგლებში დაუკავშირდეს.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განმარტა, რომ მზადაა, მოსკოვთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ფორმატები გამოიყენოს, რათა დონბასში მშვიდობას მიაღწიოს.

”ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ ტერიტორიებს არ დავკარგავთ და ომი დასრულდება,” – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამჟამინდელ მთავრობას ომის დასრულების გაცილებით ძლიერი სურვილი აქვს, ვიდრე წინას.

ზელენსკიმ პრესმარათონის დროს ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას არასდროს შეწყვეტს და ტერიტორიებს არ დაკარგავს.

”ვფიქრობ, თუ თავიდან ვიღაცას ასეთი მოსაზრება ჰქონდა, ახლა ამაში ყველა დარწმუნდა”,-დასძინა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად