ზელენსკი: გაზსადენი ”ჩრდილოეთ ნაკადი 2” ზიანს მიაყენებს უკრაინისა და ევროპის ენერგო უსაფრთხოებას

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, სახელმწიფო მეთაურმა აღნიშნულის შესახებ გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა. მან ეს საკითხი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან განიხილა.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ დასძინა, ანგელა მერკელი “ძლიერი პიროვნებაა”. მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია უკრაინას არსებული გამოწვევების წინაშე დაეხმარება.

“ჩვენ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გამო, ენერგეტიკულ სექტორში საფრთხეს ვხედავთ, რადგან ის ზიანს მიაყენებს უკრაინისა და ევროპის ენერგო უსაფრთხოებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ უკრაინის სახელმწიფოს მთლიანობა არ აღდგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად