ზელენსკი ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების გამო იმედგაცრუებულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქვეყნის დელეგაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი გაბედულად იბრძოდნენ იმისთვის, რომ რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის უფლება არ აღედგინათ. ამის შესახებ მან თავის Facebook- ზე დაწერა.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ის აღნიშნული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.
“გასულ კვირას პირადად მე აღნიშნული საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად განვიხილე.
შევეცადე, ბატონი [ემანუელ] მაკრონი და ქალბატონი [ანგელა] მერკელი დამერწმუნებინა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციას დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლებოდა, რაც მოსკოვი ასამბლეის ფუნდამენტურ მოთხოვნებს შეასრულებდა “, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საპარალმენტო ასამბლეაში მოსკოვის დელეგაციის დაბრუნებისთვის მთავარი არგუმენტი დემოკრატიული ფასეულობებისა და უფლებების დაცვა სახელდებოდა, რომელიც მოსკოვს არ შეუსრულებია.

24 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ასამბლეის დარბაზში დაბრუნებისა და ხმის მიცემის საშუალებას უბრუნებს.

შესაბამისს გადაწყვეტილებას მხარი 118 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 62 იყო, ხოლო 10-მა პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციით ცვლილება შედის რეგლამენტში, რამაც შესაძლოა რუსეთის დელეგაციაზე დაკისრებული სანქციები გაართულოს, ან დაბლოკოს, ან უზრუნველყოს მისი ასამბლეაში დაბრუნება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გარეშე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრების უფლება ხმის მიცემაზე, სიტყვით გამოსვლაზე და წარდგენაზე ასამბლეაში და მის ორგანოებში, ვერ შეჩერდება, ვერც დაიბლოკება გასაჩივრების, ან უფლებამოსილების გადახედვის შემთხვევაშიც კი.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ PACE-მ რეზოლუციაში 200-ზე მეტი უკრაინული შესწორება უარყო, რომელიც დელეგაციის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...