ზელენსკი: დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “გეგმა B” მაქვს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “გეგმა B” აქვს, მაგრამ დეტალებს არ ასაჯაროებს.

”ახლა “გეგმა B ”- ზე საუბარი არ მსურს, მას “გეგმა B ”-ს უწოდებენ, რადგან “გეგმა A”-ს მჯერა”. მაგრამ ის (” გეგმა B ”- ), რა თქმა უნდა, არსებობს. მსურს განვმარტო: ჩემი “გეგმა B”- არ ითვალისწინებს ყველაფრის ისე დარჩენას, როგორც ახლაა”, – განაცხადა ზელენსკიმ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში.

კითხვაზე, ეშინია თუ არა მას, რომ 9 დეკემბერს პარიზში შეხვედრის დროს, რუსულ მხარესთან დიალოგს ვერ გამონახავს, ზელენსკიმ უპასუხა: ”მე ვარ ადამიანი, რომელიც ფაქტებზე რეაგირებს. მჯერა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები დაგვეხმარებიან. მაგრამ თუ პირველ ნახევარ საათში დავინახავ, რომ ასეა (შეხვედრაზე დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა -“აიპრესი”), მაშინ ჩემი თვისებაა ის, რომ თუ ამას მოლაპარაკებების მაგიდასთან შევამჩნევ, საჯაროდ ვიტყვი”.

დონბასში არსებული ვითარების მოსაგვარებლად  “ნორმანდიულ ფორმატში” მორიგი სამიტი, რომელშიც  უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები მონაწილეობენ, 9 დეკემბერს, პარიზში გაიმართება. ნოემბერში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი შეხვედრაზე დონბასში ომის დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად