ზელენსკი: ამერიკაში ჩემ შესახებ ფილმის გადაღება სურთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, კიევში, გამართული პრეს-მრათონზე განაცხადა, რომ მის შესახებ აშშ-ში ფილმის გადაღება სურთ.

მისი თქმით, ამ ფილმში მისი როლი მსახიობ და რეჟისორ ტომ კრუზს შეუძლია შეასრულოს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა.

„ამერიკელები უკვე რეალურად მომმართავენ, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ მე პოლიტიკაში სხვა ადამიანი ვარ და უკვე იმაზე მესაუბრებიან, რომ ჩემ შესახებ ფილმის გადაღება სურთ.“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან განაცხადა, რომ ცოტათი უკვე რცხვენია იმის გამო, რომ ცოცხალი და ახალგაზრდაა. ზელენსკის თქმით, უნდა, რომ თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში უკრაინისთვის რაიმე კარგის და სარგებლიანის გაკეთება სურს.

„მაგარია, როდესაც შენი შვილები უკრაინაში იცხოვრებენ, ივლიან და ყველა ეტყვის, „გვახსოვს მამათქვენი, მაგარი მამა გყავდათ“, – აცხადებს ვლადიმირ ზელენსკი.

ვლადიმირ ზელენსკიმ ტომ კრუზსს თავის ოფისში 1 ოქტომბერს უმასპინძლა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომ კრუზსს უნდა შეარჩიოს ადგილები თავისი ახალი ფილმის გადასაღებად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად