ზელენსკი: 2019 წელს, უკრაინაში დიდი პრივატიზება დაიწყება

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2019 წელს “დიდი პრივატიზება” დაიწყება. ამის შესახებ მან ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრისას განაცხადა.

“ჩვენ ამ პრივატიზაციას უკვე 2019 წელს დავინახავთ”, – აღნიშნა მან.

ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, ოფიციალური კიევი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, კიევი მთავრობის ფორმირების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას შეუერთდეს.
ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიაღწია და მზადაა, გააგრძელოს რეფორმა ეკონომიკის სფეროში უმაღლესი რადას არჩევნების შემდეგ. ზელენსკიმ 160-ზე მეტი ბრძანების გაუქმება გაიხსენა, რაც მისი შეფასებით, ბიზნესზე ზეწოლას ახდენდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...