ზეიმი ნეაპოლში – 6 წლის შემდეგ პირველად “ნაპოლიმ” ტიტული მოიგო და Coppa Italia-ს გამარჯვებულია (ფოტოები)

6 წლის შემდეგ პირველად “ნაპოლიმ” ტიტული მოიგო და Coppa Italia-ს გამარჯვებულია, რაც ნეაპოლში დიდი ზეიმის მიზეზი გახდა. თანაც მათ ფინალში დაუძინებელი მტერი დაამარცხეს.

ფინალი წუხელ რომში გაიმართა და ნეოპოლიტანელებმა ფინალში ტურინის იუვენტუსი დაამარცხეს პენალტების სერიაში. სამხრეთ იტალიურმა კლუბმა ტიტული ბოლოს 2014 წელს მოიგო.

როგორც ჩანს, კორონავირუსის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ კლუბები სასურველი ფორმიდან შორს არიან მატჩიც უსახური გამოდგა, თუმცა ნაპოლიმ რამდენიმე რეალური მომენტი მაინც შექმნა. ჯანლუიჯი ბუფონმა გუნდი 4-ჯერ გადაარჩინა. განსაკუთრებით კი ლეგენდარულმა მეკარემ თავისი კლასი მატჩის მიწურულს გამოავლინა, რომელმაც ორი ურთულესი ბურთი მოიგერია და კლუბი ორჯერ ზედიზედ დარტყმის შედეგად იხსნა. მატჩის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. კორონავირუსის გამო იტალიაში შეტანილი ცვლილებების გამო, დამატებითი დრო აღარ დაინიშნა.

პენალტების სერიაში “ნაპოლიმ” გაიმარჯვა. “იუვენტუსმა” პირველი ორი პენალტი გააფუჭა. ჯერ დიბლას აუღო მერეტიმ, ხოლო დაინოლომ კარს ააცილა. ტურინელთაგან ზუსტად შეასრულეს პენალტები რემზიმ და ბონუჩიმ. ხოლო ნეაპოლელთაგან ზუსტად შეასრულეს ინსინიემ, პოლიტანომ, მაქსიმოვიჩმა და მილიკმა.

“ნაპოლი”  Coppa Italia-ს გამარჯვებული ისტორიაში მეექვსედ გახდა, ხოლო ტიტული ბოლო 6 წელში პირველად მოიგო. 6 წლის წინ სწორედ  Coppa Italia მოიგო. მარადონას ეპოქის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” ტიტულების მოგება უჭირს. “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელისთვის ჯენარო გატუზოსთვის ეს გამარაჯვება ისტორიაში პირველი ტიტულია. ჯენარო ამ გამარჯვებას თავის გარდაცვლილ დას უძღვნის, რომელიც 36 წლის ასაკში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჯერ სტადიონზე იყო ზეიმი ფეხბურთელების მონაწილეობით (მაყურებლები თამაშს ვერ ესწრებოდნენ), შემდეგ რომის ქუჩებში, ხოლო კულმინაცია რა თქმა უნდა ნეაპოლში იყო.

გთავაზობთ ამ ზეიმის ამსახველ ფოტებს:

NAPLES, ITALY – 2020/06/18: Napoli football fans celebrate the victory of the Italian Cup, won 4 to 2 against Juventus, in Plebiscito square. (Photo by Marco Cantile/LightRocket via Getty Images)
NAPLES, ITALY – 2020/06/18: Napoli football fans celebrate the victory of the Italian Cup, won 4 to 2 against Juventus, with a dip in the Artichoke fountain in Plebiscito square. (Photo by Marco Cantile/LightRocket via Getty Images)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად