ზედაზენმა დიეტური ლიმონათი გამოუშვა

"ქართული ლუდის კომპანია" ლიმონათის ახალ ასორტიმენტს ამატებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოვა. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სეგმენტის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიიღო,რომელიც შაქრის შემცველი სასმელების მიღებას ერიდება.

 

"საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში იზრდება ჭარბ წონასთან მებრძოლ ადამიანთა რიცხვი. ჭარბ წონისთან ბრძოლაში კი თითოეული კალორია მნიშვნელოვანია. ხოლო შაქარი, მოგეხსენებათ, კილოკალორიების უხვი წყაროა. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა ჩვენი ლიმონათების უშაქრო – დიეტური ვარიანტები. დიეტური "ზედაზენის" ლიმონათი ინარჩუნებს რა მის გემოვნურ თვისებებს, აბსოლუტურად უსაფრთხოა წონის მომატების კუთხით. გარდა ამისა, დიეტური "ზედზენი" ასევე რეკომენდირებულია დიაბეტიანი ადამიანებისათვის. წამყვანი ქართველი ენდოკრინოლოგები ადასტურებენ რომ ეს ლიმონათები აბსოლუტურად უსაფრთხოა მათთვის" – განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძე.

ლიმონათების წარმადობა დღეში 200 000 ბოთლი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად