ზაზა წერეთელი: თითოეული მოქალაქე უნდა მივხვდეთ შეზღუდვები აუცილებელია, რათა თუნდაც 1 წლის შემდეგ განვაგრძოთ ცხოვრება ისე, როგორც ეს აქამდე იყო

ეს განცხადება ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„ძალიან გართულდა სიტუაცია, ავადმყოფების რაოდენობა იზრდება და სახიფათო ხდება სიტუაცია იმიტომ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად მიიღოს ასეთი დიდი დატვირთვა. თუმცა არა მხოლოდ საქართველოს, ეს ევროპის ბევრ ქვეყანას ახასიათებს. პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი მოსახლეობა იყოს შენს გვერდით და სჯეროდეს იმ მესიჯების, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებს.
ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომ იცით ჩვენ ადგილები აღარ გვაქვს და დავიღუპებით, მე მაგალითად მოვერიდებოდი. მესმის რომ კლინიკები გადატვირთულია და ექიმები ამას ამიტომ ამბობენ, თუმცა როცა ასეთი სიტუაციაა თითეული მოქალაქის მოვალეობაა, რომ მანაც გარკვეული ნაბიჯები გადადგას და დაეხმაროს სისტემას. როცა ხედავ ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება პანდემიას, თითოეულმა მოქალაქემ უარი კი არ უნდა თქვას იმ შეზღუდვებზე რასაც სახელმწიფო აწესებს, უნდა მივხვდეთ რომ ეს აუცილებელია ახალ წელს შევხვდეთ და თუნდაც ერთი წლის შემდეგ განვაგრძოთ ცხოვრება ისე, როგორც ეს აქამდე იყო”, – განაცხადა წერეთელმა.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად