ზაზა თავაძის კანდიდატურას კომიტეტმა კენჭი ფორმალურად უყარა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ფორმალურად უყარეს და მან შესაბამისად, 0 ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა გადადება ნოემბრის თვეში, თავად ითხოვა.

ზაზა თავაძე მისი კანდიდატურის განხილვის შეჩერების თხოვნის მთავარ მიზეზად განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებს და იმედოვნებს,რომ მისი მაგისტრის ხარისხი დადასტურდება.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს. კანდიდატთა სია 20 კაციანია, თუმცა, კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად