ზაზა თავაძე: სასამართლოს ჰქონდა პრობლემები, იყო ნაწილობრივ თავისუფალი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ზაზა თავაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს დემოკრატიის კუთხით იყო პრობლემები.

„დემოკრატიის კუთხით იყო გამოწვევები და პრობლემები. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ გავექცევით. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი საკურატორო სფეროები არ მქონდა, სადაც ხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, უშუალო საგამოძიებო მოქმედებები, ამ ნაწილში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. სასამართლოს ჰქონდა პრობლემები, იყო ნაწილობრივ თავისუფალი“, – განაცხადა ზაზა თავაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...