ზაზა თავაძე: მაქვს ამბიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე

ასე უპასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საქართველოს მოქმედმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო გოგუაძის კითხვას.

ნინო გოგუაძე: თქვენ თუ გაქვთ სურვილი დასახელდეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ?

ზაზა თავაძე: მე ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი განვლილი „ბეგრაუნდი“, ჩემი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მაძლევს იმის საშუალებას ვთქვა, თუ ძალი კადნიერებაში არ ჩამითვლით, მე მექნება ამის ამბიცია თუ ამას გადაწყვეტს საბჭო(იუსტიციის უმაღლესი საბჭო).
მაგრამ, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ თვითონ ვირჩევთ თავმჯდომარეს და მე მგონი სჯობდა უზენაეს სასამართლოს გადაეწყვიტა თავმჯდომარის არჩევის საკითხი ან უზენაესს გადაეწყვიტა კანდიდატურის დასახელება და მერე აერჩია პარლამენტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...