ზაზა თავაძე: არანაირი მორატორიუმი აქ გამოცხადებული არ უნდა იყოს

“ის უფლებამოსილებები, რაც პრეზიდენტს გააჩნია და რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მასზე უარის თქმა გამართლებული ვერ იქნებოდა. მე ამას ახლა ცოტა შელამაზებულად ვამბობ. ხვალ-ზეგ ეს საკითხი შეიძლება რაღაც დოზით სადაო გახდეს იგივე ჩემს სასმართლოში და პირდაპირი შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ როგორც იურისტი გეტყვით, რომ არანაირი მორატორიუმი აქ გამოცხადებული არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა”.

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ზაზა თავაძეს ჰკითხა, რამდენად სამართლიანად მიაჩნია შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მორატორიუმის გამოცხადება.

“პრეზიდენტი არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი, ის არის პირი, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რასაც შეწყალება ჰქვია. ეს არის გათვალისწინებული ზუსტად იმ კონკრეტული შემთხვევებისათვის, როდესაც თვითონ შეწყალება რასაც ნიშნავს გინდა ფილოსოფიურად , გინდა მორალურად, გინდა ჰუმანურად, ეს აქტი განახორციელოს”-განაცხადა ზაზა თავაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად