ზაზა სოფრომაძე: “საყოველთაო ჯანდაცვაზე მეტი რესურსის გამოყოფა აუცილებელია”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, საჭიროა, რომ სამინისტრომ უფრო ეფექტურად ხარჯოს გამოყოფილი რესურსები, თუმცა ასევე აუცილებელია მეტი რესურსის გამოყოფა,-ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვაზე მშპ-ს 7%-ს ფარგლებში იხარჯება, საქართველოში კი 2.2%.

"საჭირო არის კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო ეფექტურად ვხარჯოთ გამოყოფილი რესურსები. თუმცა, აუცილებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოვება, კიდევ უფრო მეტი რესურსის გამოყოფა, რადგან დღეს ჯანდაცვის სისტემაზე იხარჯება მშპ-ს 2.2%, როდესაც საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5%-ს ფარგლებშია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 7%.

პირველი რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ რესურსების მხრივ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს პროგრამას, უნდა გაძლიერდეს სოციალური მომსახურების საგენტოს როგორც პროგრამის განმახორციელებლის როლი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქრონიკული სიტუაციების მართვას. ასევე განსაკუთრებული როლი უნდა დაეთმოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, წამლის კომპონენტს და ა.შ",-განაცხადა სოფრომაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...