ზაზა შენგელია: „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში არის კულუარული საუბარი, კულტურის სამინისტრო ისევ გამოიყოს ცალკე სტატუსად

ის, რომ კულტურის სამინისტრო ორი წლის წინ შეუერთდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეს დიდი შეცდომა იყო, – ამის შესახებ „ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ “ღამის კურიერში” განაცხადა.

“ის, რომ კულტურის სამინისტრო ორი წლის წინ შეუერთდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უკვე იმას ნიშნავს, რომ სადღაც დეპარტამენტის დონეზეა და ამის შედეგია. სტრატეგიას და პოლიტიკას უნდა აყალიბებდეს კულტურის სამინისტრო და მე ვიცი, რომ ოცნების პოლიტიკურ გუნდში არის კულუარული საუბარი იმაზე რომ არჩევნების მერე ისევ გამოიყოს ცალკე სტატუსად. ის იყო შეცდომა ორი წლის და ამაზე დღეს ძალიან ბევრი ღიად ლაპარაკობს“, – განაცხადა ზაზა შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად