ზაზა სარალიძე: ვის რამდენ წელს მისცემენ, ნაკლებად მადარდებს-მთავარია სიმართლე ითქვას!

“იურიდიული საკითხები მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს მთავარი-ითქვას სიმართლე,”- ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ჯანაშიას მიმართ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას.

“იურიდიული საკითხები მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს მთავარი – ითქვას სიმართლე. ვის რამდენ წელს მისცემენ, ნალებად მადარდებს, იმიტომ რომ ჩემს შვილთან შეფარდებით ვერანაირ წელს ვერ დავუწყებ დათვლას. ვის რამდენ წელს მისცემენ, ეს კანონს აინტერესებს, თორემ მე არ მაინტერესებს.

ყველაფერი შესაძლებელია, არამარტო მენაბდეზე, დანარჩენ სხვა პირებზეც ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ, სიღრმისეულ დეტალებში, ამ ეტაპზე, ვერ შევალ,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ-სთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად