ზაზა სარალიძე: ცხოვრება მაინც მშვენიერია, სიკვდილს მხოლოდ სიცოცხლით დავამარცხებთ!!!

“რაც დათუჩას უნდოდა იმას გავაკეთებ!!! რა ოცნებებიც ქონდა ყველაფერს გავაკეთებ!!!”,-ამის შესახებ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ცხოვრება მაინც მშვენიერია!!!

უნდა მეამაყა დათუჩას ცხოვრებით და დღეს ვამაყობ მისი განვლილი ცხოვრებით!!!

ცხოვრება მაინც მშვენიერია!!!

რაც დათუჩას უნდოდა იმას გავაკეთებ!!!

რა ოცნებებიც ქონდა ყველაფერს გავაკეთებ!!!

ცხოვრება მშვენიერია!!!

დათუჩას პატარა დაიკო ყავს!!!

მისი მაგივრობა ხომ უნდა გაუწიოს ვინმემ?!!

ამიტომ არის ცხოვრება მაინც მშვენიერი!!!

იცხოვრეთ,იმიტომ რომ ჩვენ ხომ ქართველები ვართ. განა ოდესმე ვინმე მოგვრევია?

არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა არანაირი სიტუაციიდან გარდა ერთისა!!!

მაგრამ გვახსოვდეს მხოლოდ ერთი რამ, სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებთ, მას მხოლოდ სიცოცხლით დავამარცხებთ!!!

ნუ გგონიათ რომ რამე გიჭირთ,ქრისტე გასაჭირში ჩვენთანაა მუდამ!!!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
ყველაფერი კარგად იქნება!

უწმინდესი და უნეტარესი

ამიტომ არის ცხოვრება მშვენიერი!!!”,-წერს ზაზა სარალიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად