ზაზა სარალიძე: სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერები წავა, ყველა დაისჯება!

ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“სავარაუდოდ ძალიან ბევრი დაჭერები წავა. სამოხელეო ნაწილიც დაწყებულია. ოდნავი ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოშიმიხეილ კალანდიას საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოთხივე მოწმემ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად