ზაზა სარალიძე: მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ  გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა. 

“ყველას გაუკვირდება მაგრამ, არ შემიძლია ბატონ გიორგი კვირიკაშვილს (საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრი) მადლობა რომ არ გადავუხადო. ელემენტარულად იმისთვის, რომ ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც გამოვიდა და საჯაროდ სამძიმარი მითხრა. არცერთი ოცნების ჯგუფიდან… იმის გამო ვუხდი მადლობას რომ ნაბიჯი გადადგა ბატონმა კვირიკაშვილმა და ჩვენ დაგვიძახა სალაპარაკოდ. რაც ახალმა პრემიერ მინისტრმა(მამუკა ბახტაძე) ვერ გააკეთა” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე  17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად,  პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად