ზაზა სარალიძე ხვალ გამოძიების მასალებს გაეცნობა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საჯარო სკოლის მოსწავლის დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ შსს-ში გამოძიების მასალებს გაეცნობა, რომელსაც პროკურორიც დაესწრება – ამის შესახებ “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

“შეთანხმების თანახმად, ზაზა სარალიძე მის ადვოკატთან ერთად ხვალ გამოძიების მასალებს გაეცნობა შსს-ში და ამ პროცესს დაესწრება პროკურორი”, – განუცხადეს “აიპრესს” პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...