ზაზა სარალიძე: ჩემი შვილის სისხლზე სისხლს არავის დავაღვრევინებ

ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაკედიის დროს მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“ზაზა სარალიძე არ გაჩერდება, სანამ ამ საქმეზე სრული ჭეშმარიტება არ იქნება. ვინმეს ჰგონია, რომ ზვიად ფხაკაძეს ვაპატიებ ჩემი ცოლის და შვილის ცრემლებს?! ვინმეს ჰგონია, რომ ვაპატიებ იმედა გუგუშვილს იმ სიტყვებს? თავისი თანამდებობა ჰქონდეს შერჩენილი და აქ სისხლისღვრა ატყდეს?! რომელიმემ დაიდოს გულზე ხელი, ვისაც აწყობს სისხლისღვრა ატყდეს მაშინ, მე არ მაწყობს. მე ჩემი შვილის სისხლზე სისხლს არავის დავაღვრევინებ. ეს ყველამ გაითავისოს. ზაზა სარალიძეს ბრძოლა არ შეუწყვეტია. უბრალოდ ეს იყო ჭეშმარიტებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომლისთვისაც ყველა იმ ადამიანთან ერთად ვიბრძოდი, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა და გავაგრძელებ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...