ზაზა ფაჩულიამ კალათბურთში მოთამაშის კარიერა დაასრულა და Golden State Warriors-ის კონსულტანტი გახდა

ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა და “მეომრების” ბიზნესისა და საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტი გახდა. ეს ინფორმაცია Golden State Waritiors-მა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ზაზა NBA-ში 16 წელი თამაშობდა.

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა და ქართველი ცენტრიც, ნბა-ს ორგზის ჩემპიონი გახდა. ფაჩულია დღეიდან  Golden State Waritiors უკვე კონსულტანტის რანგში იმუშავებს.

ზაზა ფაჩულია ერთადერთო ქართველი კალათბურთელია ვინც NBA-ს ჩემპიონი გამხდარა.

 

                

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...