ზაზა ფაჩულია: ყოველთვის სასიამოვნოა სპორტის სასახლეში გავსებული ტრიბუნების წინ თამაში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს ხვალ, სპორტის სასახლეში მისვლისა და თანადგომისკენ მოუწოდა.

"რთული ერთი თვე გვქონდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ვყოფილიყავით საბრძოლო ფორმაში. 1 თვის განმავლობაში ხშირი ტრავმები გვქონდა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რა ენერგიაც გვაქვს, ვინც გვყავს, ჯანმრთელ სიტუაციაში მაქსიმალურად გამოვიდეთ და ხვალინდელი მატჩი მოვიგოთ. არ ვაპირებთ ძალიან წინ გახედვას, რადგანაც 6 თამაში გველის და ყველა თამაშს სათითაოდ უნდა მივუდგეთ. ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ვთხოვ ჩვენს გულშემატკივარს, მოვიდეს, გვერდში დაგვიდგეს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის სახელით გავდივართ და ყოველთვის სასიამოვნოა ჩვენთვის სპორტის სასახლეში გავსებული ტრიბუნების წინ თამაში", – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კალათბურთელთა ღია ვარჯიშს ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაესწრო. ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ნაკრებისთვის ეს ფაქტი დიდი მოტივაციაა.

"ლაშამ რაც ბოლო წლებში გააკეთა და რამდენიმე დღის წინ გააკეთა, ნამდვილად დასფასებელია. დიდი ქართველი, მაგარი ადამიანი, ასეთი დატვირთული ზაფხულის მერე მოვიდა ჩვენს გვერდით დადგა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. ძალიან სასიხარულო იყო, რომ სპორტსმენი მოვიდა და თავის კოლეგებს გვერდში დაუდგა, ეს დიდი მოტივაციაა, მადლობა მას. იგი ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ კი ამით ვიამაყებთ", – აღნიშნა ფაჩულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად