ზაზა ფაჩულია ფლეი ოფშია!

დეტროიტ პისტონზმა ნიუ იორკში 115:89 დასვა და ზაზა ფაჩულია გუნდთან ერთად ფლეი ოფში გავიდა.

არასრულ 16 წუთში ზაზამ 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი აკრიფა.
დეტროიტმა რეგულარული მერვე ადგილზე დაასრულა და პირველ წრეში მილუოკის შეხვდება. ბაქსთან ერთად ზაზა 2014/2015 წლების სეზონის ფლეი ოფში იყო.
ზაზა ფაჩულია მეცხრედ გავიდა ფლეი ოფში. 4 – ატლანტასთან ერთად. 2 – გოლდენ სტეიტი. 1 – დალასი, მილუოკი.
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოთამაშის საფლეიოფო სტატისტიკა არის 5.0 ქულა და 4.4 მოხსნა.
ზაზა წარმატებაა.
სერიაში დარბაზის უპირატესობა მილუოკის ექნება. ზაზა და დეტროიტი მზად უნდა იყვნენ.

ავტორი: ზურა თალაკვაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად