ზაზა ფაჩულია NBA -ს ორგზის ჩემპიონია

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" გამთენიას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა და ქართველი ცენტრიც, ნბა-ს ორგზის ჩემპიონი გახდა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე შეხვედრის ბოლო წუთები გაატარა. ჯამში სამი წუთი დაჰყო მოედანზე, ორი ქულა და ერთი მოხსნა მიითვალა, მის გუნდმა კი " კლივლენდ კავალიერსი" 108:85 დაამარცხა, სუპერფინალის ჯამში კი 4:0 აჯობა.

"უორიორსისთვის" ბოლო ოთხ წელიწადში ეს მესამე საჩემპიონო ტიტულია, ზაზა ფაჩულოა კი ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ნბა-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თანაც ორჯერ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად