ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს: დაპატიჟებულები ხართ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია Facebook-ის გვერდზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და საკუთარ მხარდამჭერებს, ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება.

“ზაზა ფაჩულიას მიმართვა ფანებს :
“ყველა ჩემს გამომწერს, NBA-ის ფანებს, მოგზაურებს, ღვინის მოყვარულებს, გურმანებს — დაპატიჟებულები ხართ ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში”,-წერს ზაზა ფაჩულია.

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

დღესვე, რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი გაამკაცრა. გადაწყვეტილება Роспотребнадзор-მა მიიღო.

მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუარესების გამო მიიღეს.

“გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის გამო მიიღეს, რადგან ამ პროდუქციის ხარისხის გაუარესება ფიქსირდება”, – იუწყება Роспотребнадзор-ი.

მათი ინფორმაციით, 2014 წლიდან 2018 წლამდე დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა 2.9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს – 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად