ზაზა პაპუაშვილი: მე ვრჩები “ქართული ოცნების” გუნდის წევრად

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „საკმაოდ ხშირად ხდება კონკრეტული შინაარსისა თუ გამონათქვამის ინტერპრეტირება და უტრირებულად გადმოცემა. მე ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად და კვლავ აქტიურად განვაგრძობ პოლიტიკურ საქმიანობას, მანამ, სანამ ჩემი საჭიროება იქნება საჯარო სივრცეში.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებულ მსჯელობას გუნდის შიგნით, აღნიშნული ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია. შიდა სამუშაო განხილვები არ გამორიცხავს გუნდის თითოეული წევრის მხრიდან კონკრეტულ შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს, რომელთა გაზიარებაც შემდგომი ერთობლივი განხილვის საგანია.

ჩემი სურვილი იქნებოდა, სწორად და ადეკვატურად, გადამეტების გარეშე ხდებოდეს იმ აზრის საზოგადოებამდე მიტანა, რომელსაც გამოხატავს თითოეული პოლიტიკოსი თუ საჯარო თანამდებობის პირი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად